სამოქალაქო აქტივისტი დავით სუბელიანი მიიჩნევს რომ ყველა ადამიანი არ უნდა იყოს ვალდებული პანდემიის დროს პირბადე ატაროს. მისი აზრით, სამედიცინო ნიღაბი ადამიანებს დაინფიცირებისგან არ იცავს და უფრო მეტიც, შესაძლოა მან დააზიანოს მოქალაქე, რადგან ნიღბის ტარება ავტომატურად ნიშნავს ნახშიროჟანგის ჩასუნთქვას.
„ვიცი ძალიან არაპოპულარულია რასაც დავწერ, მაგრამ დავწერ - უბრალოდ სუნთქვა შეუძლებელია პირბადეში (ნახშირორჟანგს სუნთქავ ძირითადად, ძალიან არასასიამოვნოსთან ერთად, ცუდია ჯანმრთელობისთვის - ვიდეოც ვნახე, რომ ზომავენ ნახშ. დონეს პირბადის ქვეშ - და გამიმყარა ეს რწმენა).
რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სრულიად გაუგებარია „ჯანმრთელ“ ხალხს რატომ გვაიძულებენ ვატაროთ პირბადე, როცა არავისთვის ხარ საფრთხე და ფაქტობრივად არაფერში გიცავს ეს პირბადე - 10 მეტრში რომ გააკუონ, იგრძნობ, რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის კუკების უმცირესი ნაწილაკები შემოაღწევენ პირბადეში - ვირუსი მგონი გაცილებით მცირე ზომისაა თან.
შეგიძლიათ დამაჯერებელი მტკიცებულებები გამიზიაროთ ამ საკითხთან მიმართებით?“, - წერს დავით სუბელიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - ცაგარელის რჩევა
🔵19 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში
🔵„არ მჯერააა!!! ჯერ კიდევ შოკში ვარ“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული ნიჭიერის გამარჯვებულია