Digest Logo

გადავსებული სტადიონი - რა ხდებოდა საქართველო - თურქეთის მატჩის მიმდინარეობის პარალელურად თბილისში?

1718818933
მესხის სტადიონი

საქართველო - თურქეთის მატჩი გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში, თბილისის დროით 8:00 საათზე გაიმართა.

თამაშის მიმდინარეობის პარალელურად, დედაქალაქში მიხეილ მესხის სტადიონზე ღია ჩვენება გაიმართა, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი დაესწრო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი სამადლობელ წერილს, გადავსებული სტადიონის ფოტოებთან ერთად, სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„გუშინ მიხეილ მესხის სტადიონზე თურქეთი - საქართველოს მატჩის ღია ჩვენება გაიმართა.

დორტმუნდის პარალელურად ჩვენმა ქომაგებმა თბილისში საოცარი საფეხბურთო გარემო შექმნეს.

მადლობა სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს, 22 ივნისს კვლავ გელოდებით საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენებაზე“, - წერს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები.

იხილეთ ფოტოკოლაჟი:

ასევე დაგაინტერესებთ:  

საქალაქო სასამართლოში დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ - ზურიკო დავითაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს

🎥 „ჩემი ერთი წლის ასაკის შვილიშვილიდან დაწყებული, ოჯახის უხუცესი წევრით დამთავრებული ყველანი საოცრად ამაყი ვიყავით“ - ქეთი ასათიანი ნაკრების თამაშზე