მუსიკოს ტარიელ სუარს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ამჯერად ტარიელი ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მოსწავლეების აყვანა გადაწყვიტა. მსურველებს კი გაკვეთილების საფასურის გადახდას, ქველმოქმედებაში ან ეკლესიაში შეწირვას ურჩევს.
„დედისა და მისი მომვლელის გაცილების შემდეგ სახლში აუტანელი სიჩუმის დასაძლევად გადავწყვიტე ავიყვანო მოსწავლეები, გაკვეთილის ღირებულებას ნუ მკითხავთ, მნიშვნელობა არ აქვს. რამდენის გაღების სურვილიც ექნება გიტარაზე დაკვრის მსურველს შეუძლია იმდენი შესწიროს რომელიმე ეკლესიას, ან ვინმე გაჭირვებულს მზია/მარიამის სახელზე“, - წერს ტარიელ სუარი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „მადლობა ამ სიმღერის გახსენებისთვის“ - ალეკო თეთრაშვილის ემოციური შესრულება
🔵„დღესაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, სტილს არ ვცვლი, მდიდრულ კაბებს არასოდეს ვიცვამ“ - რას ჰყვება კირა ანდრონიკაშვილი