Digest Logo

🎥 „გადავწყვიტე, პაუზა დასრულდეს...“ - რა სიახლეა რუსკა ქარქაშაძის ცხოვრებაში

1792655227
რუსკა ქარქაშაძე

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას გვიზიარებს. იგი ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მალე „იუთუბიზე“ საავტორო გადაცემას იწყებს.

რუსკამ ვიდეოში გაიხსენა ბავშვობა და პირველი ნაბიჯები კინოინდუსტრიაში, რომლითაც „ხელოვნურ სუნთქვაში“ შესრულებული როლისთვის „მელანო“ ქართულ საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრა:

„ეს იყო ის საწყისი, საიდანაც პირველი ნაბიჯები გადავდგი. რაღაცები თითქოს ძალიან ცხადად მახსოვს. „მელანო“ არ ყოფილა უბრალოდ როლი ჩემთვის. თითქოს მასთან ერთად მეც გავიზარდე და მაშინ საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი ამას. ვერ ვხვდებოდი რამხელა რაღაც ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში. რამდენჯერ გავმხდარვარ ცუდად.

გადავწყვიტე, რომ ის პაუზა რაც მქონდა, ახლა ნელ-ნელა დასრულდეს და დავბრუნდე მაყურებლის წინაშე ცოტა განსხვავებული ფორმატით“, - ამბობს რუსკა ქარქაშაძე.

რუსკა ქარქაშაძე ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ „ხელოვნური სუნთქვაში“ მელანოს როლის შესრულებით მოიპოვა. მანამდე, ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და ტელესერიალებში, მათ შორის „კომედი კიდსში“. ასევე, 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „არარეალური სახლი“.

რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი.

რუსკა ქარქაშაძე ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზეა დაქორწინებული, მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ruska's Channel (@ruskaschannel)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ორგანიზმში ფარული დაზიანება იწყება“ - ფსიქიატრი თათა ასათიანი ალკოჰოლის სისტემატური მოხმარების საფრთხეებზე

🎥 „ეს ის ტვირთია, რომლითაც ცხოვრება მიწევს“ - პრინცი ჰარი პრინცესა დიანასთან ბოლო საუბარს იხსენებს

⭕ მხარდაჭერა კლუბისგან - „პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს!

✕