Digest Logo

🎥 „გადავწყვიტეთ, ასე წავიდეთ“ - თამაზა და გიორგი ნაზღაიძე რიკი მარტინის კონცერტზე წასასვლელად ემზადებიან

1774943464
გიორგი ნაზღაიძე

მსოფლიო ტურის ფარგლებში, მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი და ლათინური პოპის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა რიკი მარტინი, 16 ივლისს საქართველოს ეწვევა და თავისი ყველაზე ენერგიული და პოპულარული ჰიტებით მსმენელების წინაშე წარდგება.

იგი მასშტაბურ პერფორმანსს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.

აღნიშნულს გამოეხმაურნენ გადაცემაში „სარკასტიკა“, რომლის წამყვანები გიორგი ნაზღაიძე და თამაზ ლოხიშვილი არიან. მათ გამომწერებს სახალისო ფოტოები აჩვენეს და ამბობენ, რომ ამ ლუქით დაესწრებიან კონცერტს:

„გადაცემა „სარკასტიკა“ კარგად მომზადებული მიდის ამ ღონისძიებაზე. როგორც ვიცით ბილეთის ღირებულება იქნება 200-დან 1500 ლარამდე. და ვიცით რომ არის რუსთავში კონცერტი. ნეტავ ამ 1500 ლარში სხვა მომსახურებებიც შედის თუ მხოლოდ სიმღერა?

გადავწყვიტეთ ამ ღონისძიებას დავესწროთ განსაკუთრებულად მოვემზადეთ და შეგიძლიათ იხილოთ ფოტოები, როგორ წავალთ კონცერტზე“, - თქვეს გადაცემაში წამყვანებმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ფინანსური სუვერენიტეტი და მატერიალური გრავიტაცია: რა იცვლება 30 მარტიდან? - რას წერს რამაზ გიგაური

⭕„ღვთის სასუფეველი მებრძოლი ეკლესიით იწყება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„ეს არის „ვარდისფერი სავსემთვარეობის“ წინა ღამე, მზე და მთვარე უკვე ერთმანეთის პირისპირ არიან“ - 31 მარტის კოსმოსური ამბები