Digest Logo

„გადმოეთრიეთ მაგ მანქანებიდან, გაყიდეთ და ამ ბავშვებს დაეხმარეთ... ასე როგორ წირავთ?! ასეთი გარეწრები როგორა ხართ?!“ - ვახო სანაია

1679586082
ვახო სანაია

ჟურნალისტი - ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ წერს. მისივე ცნობით, ამ დროისთვის აღნიშნულ დაავადებას 30 ბავშვი ებრძვის და სახელმწიფოს მათი დახმარებისკენ მოუწოდებს.

„აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს სჭირდებათ მედიკამენტი. თვეებია, მშობლები სახელმწიფოს დახმარებას ითხოვენ, აქციებს მართავენ.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროს პირველ სართულზე გაიმართა აქცია. არც შეხვდა მინისტრი მშობლებს.
სტატისტიკაც არ არსებობს ზუსტი. ლაპარაკია მაქსიმუმ 30 ბავშვზე, რომელიც ამ დროისთვისაა გამოვლენილი.
მშობლები ამ წამალს ვერ გასწვდებიან. სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ძვირია.
დიაგნოზის მქონე ადამიანების ძვლოვანი სტრუქტურა არაპროპორციულად ვითარდება, რაც დამატებით მძიმე პრობლემებს იწვევს.
ვიმეორებ, ამ დროისთვის მაქსიმუმ 30 ბავშვზეა ლაპარაკი, თავისი სახსრებით ოჯახები ვერ შეძლებენ ამ პრობლემის გადაჭრას.
წარმოუდგენელი უსინდისობაა. კორუფციაში იხრჩობით. ნათესავებს ჩუქნით მილიონიან ტენდერებს. მილიონებს ხარჯავთ ავტოპარკში.
გადმოეთრიეთ მაგ მანქანებიდან, გაყიდეთ და ამ ბავშვებს დაეხმარეთ.
ყოველი დღე მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ასე როგორ წირავთ. ასეთი გარეწრები როგორა ხართ“, - წერს სანაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘Mercedes-Benz G-Class-იდან მეტრომდე - ბექაური ლაქშერული ცხოვრების მიუხედავად მეტროთი მგზავრობს

🔵„ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა“ - რას წერს ქეთევან დუმბაძე

🎥 „ისე მიყვარდა, რომ ყველაფერს ვიტანდი“ - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ერთმანეთის შესახებ