Digest Logo

„გაგანია საბჭოთა ეპოქაა და ზუგდიდის ქარხანაში თევზებს ხატავენ. მაშინ პეტრეც იკრძალებოდა და პავლეც“ - რა ფოტოებს აქვეყნებს გოდერძი შარაშია?

1692707771
გოდერძი შარაშია

ჟურნალისტი, გოდერძი შარაშია ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის მიერ წარმოებულ თეფშების ფოტოებს აქვეყნებს და წერს.

„ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის ნაწარმი. 1980 -იანების ბოლო თევზები. 
გაგანია საბჭოთა ეპოქაა და ზუგდიდის ქარხანაში ფაიფურზე თევზებს ხატავენ  ხელითაა შესრულებული, არცერთი თევზი ერთმანეთს არ ჰგავს.

მე „პეტრეს თევზს“ მივამსგავსე, მაგრამ მაშინ პეტრეც იკრძალებოდა და პავლეც. ზუგდიდის ფაიფური საბჭოეთში და საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში გადიოდა. 

ახლა ალბათ სულ რამდენიმეა ასეთი თეფში შემორჩენილი. ეს „თევზები“ წლების წინ სიმამრმა მაჩუქა, რომელიც ადრე ფაიფურის ქარხანაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა“, - წერს გოდერძი შარაშია.

 

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შენ ხარ ანგელოზი ამ სამყაროში, რომელმაც მასწავლა სიყვარული, სიკეთე და უანგარო მეგობრობა...“ - სალომე ხეთაგურს მეგობარი ემშვიდობება

🔵🎥 შემზარავი კადრები თბილისის ქუჩებიდან - „ასეთმა არაკაცმა წაართვა დაჩის სრულფასოვანი ცხოვრების უფლება“