
ფეისბუკის გვერდზე სახელწოდებით „ზაქარას კეთილი მანქანა“ სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს.
ეს კეთილი ადამიანი აპირებს მთელი საქართველოს მასშტაბით იაროს და მიუსაფარი ოთხფეხა მეგობრები დააბინავოს მის მიერ გაკეთებულ სახლებში.
„დადგა დრო!.
როგორც ყოველ ზამთარს, ახლაც დაიტვირთება ჩემი კეთილი მარხილი სახლებით, საკვებით, საჭირო ინვენტარით და ქვეყნის მასშტაბით შემოივლის ავტომაგისტრალებსა და უღელტეხილებს მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად!.
როგორც წესი, რამდენიმე დღე გრძელდება ეს ყოველივე..
საველე პირობებში ეწყობა ახალი სახლები და იდგმება სასიკვდილოდ განწირული ცხოველების გამოსაზამთრებლად.
კიდევ ერთხელ გავაძლიერებ თითქმის რესურსს ამოწურულ მანქანას (მისაბმელით) მადლიან ჭიჭიკოს, რომელიც წლების წინ Alutech Georgia ალუტექ ჯორჯია -მ უანგაროდ გადმომცა და დღემდე მუხლჩაუხრელად დგას ჩემს გვერდით კეთილ გზებზე..
ამჯერად ტურნეს ვუძღვნი ჩემს ყველაზე ბუზღუნა მამა "ზახარიჩს", რომელიც წელს პირველად ვერ გაიგებს ჩემს მოგზაურობას.. :(
ერთადერთია აქამდე ჩემი მშველელი და დამხამრე "ინსტრუქტორი"
იმედი მაქვს ძალიან მალე გამომიჯანმრთელდება და დამიბრუნდება სახლში
მოკლედ, მზადება დაწყებულია და ძალიან მალე გაგაგებინებთ ყველაფერს“,- წერს ფეისბუკგვერდი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: