
სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება სახალისო სტატუსი, რომელსაც თურმე საბჭოთა წარსულში ცნობილი ფიზიკოსი სერგეი კაპიცა ჰყვებოდა ხოლმე.
გავრცელებულ პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„რეალური ისტორია, რომელიც მოყვა ბნელ საბჭოთა წარსულში ცნობილმა ფიზიკოსმა სერგეი კაპიცამ.
1968 წელს, ბირთვული ფიზიკის ლომების ჯგუფი გაუშვეს დასასვენებლად სანატორიუმში შავ ზღვაზე. ყველა, როგორც ერთი - მეცნიერებათა დოქტორი. სეირნობისას, გზად იყიდეს რამდენიმე ბოთლი ღვინო განსატვირთად. გვიან დაბრუნდნენ სანატორიუმში, სამზარეულო დაკეტილი იყო. მიუსხდნენ სახელდახელოდ გაშლილ მაგიდას. ღვინის ბოთლებს აღმოაჩნდათ პლასტმასის ისეთი თავსახურები, რომლებსაც დანით სჭირდებოდა ზედა ნაწილის მოჭრა. დანა კი... არ არის! აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, ვერაფერი მოიფიქრეს. გავიდეთ შენობიდან, ეგებ ვინმე დაგვეხმაროსო.
გავიდნენ და ხედავენ, სანატორიუმის კედელს მიყუდებული იჯდა „მობომჟო“ ტიპი. დიდი მორიდებით მიმართეს, პატივცემულო, ან დანა, ან რამე ისეთი ნივთი ხომ არ გაქვთ, ღვინის ბოთლის გახსნაში რომ დაგვეხმაროსო. დაგეხმარებით, როგორ არაო, ამოიღო ასანთი, მოუკიდა თავსახურს, პლასტმასი შერბილდა და ადვილად მოაძრო დარბილებული თავსახური სიტყვებით: ფიზიკა უნდა გესწავლათ სკოლაში ბიჭებო.“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მეც მომაკითხა - არც პსრ-ით და არც სწრაფი ტესტით არ დამიდასტურდა“ - სოფო ჯაფარიძე
🔵მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
🔵„ომიკრონით ინფიცირებულთა კლინიკაში მოხვედრის შანსი 2-ჯერ მეტია, იმიტომ რომ...“ - დავით გადელია
🔵„ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს... რატომ დებთ მიწაში ისევ! რის გამო?“ - მაია ასათიანი