Digest Logo

„ომიკრონით ინფიცირებულთა კლინიკაში მოხვედრის შანსი 2-ჯერ მეტია, იმიტომ რომ...“ - დავით გადელია

1642317882
დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში განმარტავს თუ რატომ არის საწოლფონდის გაზრდა აუცილებელი კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების დროს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ ომიკრონი შედარებით მსუბუქია, დამძიმება მასაც ახასიათებს და ვინაიდან ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანი ინფიცირდება დიდია შანსი რომ იმაზე მეტად ბევრს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე კოვიდის შედარებით უფრო რთული შტამით დაავადებისას.

„ჩემთვის ძალიან ძვირფასი ფბ მეგობრის სტატუსი ვნახე, სადაც კითხულობდა: „თუ ომიკრონი უფრო იოლად მიმდინარე შტამია, რატომაა ატეხილი ასეთი განგაში, საწოლფონდის მოსალოდნელ გადატვირთვაზეო?“ ბევრი კომენტარიც იყო, სადაც ახსნას ითხოვდნენ და ვფიქრობ არის ამის აუცილებლობა:

„უფრო ადვილად მიმდინარეობს“, სულაც არ ნიშნავს, რომ არ რთულდება. მაგრამ, თუ დელტა შტამის შემთხვევაში ვთქვათ 20% რთულდებოდა (რეალურად, ალბათ მეტიც), ომიკრონის დროს - შეიძლება მხოლოდ 4% იყოს (პროცენტები შედარებისთვისაა მოყვანილი და არა აქვთ სიზუსტის პრეტენზია). მაგრამ გადამდებლობაა ძალიან დიდი! თუ დელტა 10 ადამიანს ემართებოდა და 2 მძიმდებოდა, სტაციონარში ხვდებოდა, იმავე პოპულაციაში ახლა 100-ს დაემართება და უკვე 4 გახდება დასაწვენი! ანუ პროცენტულად 5-ჯერ ნაკლები დამძიმდება, მაგრამ რაოდენობის გამო შეიძლება 2-ჯერ მეტი დაწვეს“, - წერს დავით გადელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მეც მომაკითხა - არც პსრ-ით და არც სწრაფი ტესტით არ დამიდასტურდა“ - სოფო ჯაფარიძე

🔵„დღეს აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება, წყენისა და აგრესიის გამოვლენა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა