Digest Logo

„გამარჯვებას მოვიპოვებთ.... არა იღბლით, არამედ მძიმე შრომით და იმ მსხვერპლით“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურია

1761729668
ილია თოფურია

სულ ცოტა ხნის წინ UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა. ილია არაერთ საჯარო სივრცეს ესტუმრა და ქართველ ცნობილ სახეებსაც შეხვდა.

იგი ამჯერად ძმასთან, ალექსანდრე თოფურიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:

„კიდევ ერთხელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. არა იღბლით, არამედ მძიმე შრომით და იმ მსხვერპლით, რომელსაც არავინ ხედავს. გუნდი ტოპურია — სამუდამოდ!“, - წერს ილია თოფურია კადრებზე.

შეგახსენებთ, UFC-ს ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება. ორგანიზაციაში ის მომდევნო ბრძოლას ყაზახ ბეკზატ ალმახანთან 22 ნოემბერს, კატარში ჩაატარებს.

27 წლის ალმახანი UFC-ში 2024 წლიდან ირიცხება. მას სადებიუტო ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვთან ჰქონდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, ხოლო შემდეგ ბრედ კატონას ნოკაუტით მოუგო.

რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, 29 წლის ქართველი მებრძოლისთვის ეს UFC-ში მეორე ბრძოლა იქნება. მიმდინარე წლის თებერვალში სუპერმსუბუქ დივიზიონში მან ავსტრალიელ კოლბი თიქნესს სძლია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ilia Topuria (@iliatopuria)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ილონ მასკმა ონლაინ-ენციკლოპედია Grokipedia წარადგინა

⭕ ქარიშხალი „მელისა“ კუბას დაატყდა თავს

⭕ „დღეს ფოტოების დღე იყოს...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანა აროშიძე