Digest Logo

ტეხასში მსუქანი ციყვების კვირა ჩატარდა🐿️

1761729263
ტეხასში მსუქანი ციყვების კვირა ჩატარდა🐿️

ტეხასში მსუქანი ციყვების კვირის გამარჯვებული გამოავლინეს. კონკურსში 16 ციყვი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც სახელმწიფო პარკში „დინოზავრების ხეობა“ ცხოვრობენ. სოციალურ ქსელებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამარჯვებული გახდა მღრღნელი სახელად ჩანკოზავრუს რექსი (მსუქანოზავრი რექსი).

„დინოზავრების ხეობა“ ამაყობს იმით, რომ ამ მონსტრის სახლია. ვაფასებთ ამ მძიმე ბრძოლაში ჩანკოზავრუს რექსისადმი თქვენს მხარდაჭერას“, - ასე გამოეხმაურნენ ბინადრის გამარჯვებას პარკის წარმომადგენლები სოცქსელებში.

კონკურსი ალასკის „მსუქანი დათვების კვირით“ არის შთაგონებული. მისი მიზანი ველური ბუნების შესახებ ხალხის ცნობიერების ამაღლებაა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც 2025 წლის ნოემბერში სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით განსაკუთრებით საინტერესო პერიოდი ელოდება

⭕„ლაშა, ჩემო ძმაკაცო, მიცვალებულიც კი მებრძოლი ხარ... მშვიდად განისვენე!“ - ანრი ბიბინეიშვილი

⭕„კარგი დღეა ჯილდოს მისაღებად, დაწინაურებისა და დახმარებისთვის ზემდგომ ორგანოებთან თხოვნით მისამართად“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი