პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ საქართველოს მთავრობა თავის მართლების პოზიციიდან უნდა გამოვიდეს.
მისი თქმით, რუსეთს დროა, რომ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ.
„მთავრობა!
გამოდით თავის მართლების პოზიციიდან!
გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, აიყვანეთ 50 ქვეყნის მოღალატე და მიუსვით ბელადს!
ხომ ხედავთ გეგმა „ბ“ აამოქმედეს!
დავალება მითებულია:
ქართული „მაიდანი“ და „ავღანური წამლის გზა“.
ო, როგორ უნდათ ავტობანის და სრულიად საქართველოს ხელში ჩაგდება!
ჩვენ ხომ მათთვის სარფიან ავტობანთან მიმდებარე ტერიტორია ვართ....
როგორ სწყურიათ ბოლო ქართველამდე სისხლის დაწურვა, მათ ხომ არც ეროვნება, არც თვითიდენტიფიკაცია, არც სამშობლოს მცნება არ გააჩნიათ...
50 სულგაყიდული არაა საქართველო!
დანარჩენი სინათლის და მშვიდობის მხარე ვართ!
დროა ჩვენი ძალა ვაჩვენოთ!“, - წერს ლალი მოროშკინა.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მაღალ დონეზე მუშაობდა და გულში ეცინებოდა, როცა ჩვენ „უუნაროებს“ ვეძახდით“ - რას წერს გოგი გვახარია