
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
დეკანოზის ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც უფალზე წერენ:
„რომელმან დედა შეიყვაროს ჩემზე მეტად, ის ჩემი ღირსი არ არის“ - ვინც ცოლი და შვილი შეიყვაროს ჩემზე მეტად, ის ჩემი ღირსი არ არისო, უფალი ამბობს;
წარმოიდგინეთ,
დედაზე, მამაზე, ცოლზე და შვილზეა საუბარი,
და რაღა ვთქვათ იმ კაცზე, რომელიც მანქანებში უფრო ერკვევა, ვიდრე სარწმუნოებაში?!
რომელიც ძეხვებში უფრო ერკვევა?!
რომელიც ტანსაცმელში უფრო ერკვევა, სარწმუნოებაში კი ვერ ერკვევა?!
ქრისტე ამბობს, ამისთანა კაცი ვერ შევაო სასუფეველში,
იმიტომ ვერ შევა, რომ არ ინტერესდება სარწმუნოებით;
„გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქვენი“ - წერია 68-ე ფსალმუნში,
ანუ, ადამიანმა უნდა გამოიძიოს,
გამოიკვლიოს ღმერთი,
ხოლო თუკი მის კვლევას არ დაიწყებს - ღმერთს ვერ იხილავს,
რადგან სხვა რამ უფრო აინტერესებს, ვიდრე საკუთარი მარადიული ხვედრი“,- წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ცოტა ვნერვიულობ...“ - ბარბარა სამხარაძე ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„გილოცავ ჩემო სიყვარულო...“ - ლევან ვასაძის შვილიშვილი გაქრისტიანდა