Digest Logo

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1751488372
პრობლემები და ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს. იგი საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებსა და რეკომენდაციებს.

ამჯერად მელიქიშვილი 3 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:. 

„ჰოროსკოპი 3 ივლისისთვის

 მთვარის დღე — 8 / 9

მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე სასწორის ნიშანში

ვერძი

წარმატებული დღეა — შეძლებთ ძველი რთული საკითხის გადაწყვეტას. თუ სხვებთან ერთად ხართ, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ირგვლივ მყოფებს დააინტერესებთ თქვენი აზრი. მოსალოდნელია გამარჯვება კონკურსში ან საზოგადოებრივი აღიარება.

კურო

შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი, პრემია ან ბონუსი. იმოქმედეთ აქტიურად და არ თქვათ უარი შემოთავაზებებზე. კარგი დროა სპორტისთვის, ცეკვისთვის ან მოძრავი თამაშებისთვის — შეგიძლიათ შესანიშნავი შედეგები აჩვენოთ.

ტყუპები

დღეს დრო დაუთმეთ ოჯახს და ახლობლებს. მათი გვერდით ყოფნა სიამოვნებას მოგანიჭებთ და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. ინტელექტუალური აქტივობებიც სასარგებლო იქნება. ტექნიკის ყიდვას კი სჯობს დღეს მოერიდოთ.

კიბო

დღე დაძაბული და მოულოდნელობებით სავსე შეიძლება იყოს — ტექნიკის, ავტომობილის გაუმართაობა ან საბუთების არევა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ მისცეთ წვრილმანებს უფლება გაგაღიზიანონ — ყველაფერი მალე დალაგდება.

ლომი

ბედნიერი და პოზიტიური დღეა. დილიდანვე იგრძნობთ კარგ განწყობას. გარემოებები წარმატებით განვითარდება და შეძლებთ გადადებული საკითხების გადაწყვეტას. შეიძლება მარტივად მიიღოთ ის, რაც ადრე მიუწვდომელი გეჩვენებოდათ.

ქალწული

მშვიდი და ნეიტრალური დღეა. დაკავდით გადადებული საქმეებით ან გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანთან. თუ მარტო ხართ, დღეს შექმნილი ნაცნობობა შეიძლება სერიოზულ ურთიერთობად იქცეს. არ დარჩეთ სახლში — წადით სტუმრად ან ღონისძიებაზე.

სასწორი

დღე შეიძლება კონფლიქტური სიტუაციებისკენ იყოს მომართული. შესაძლებელია კამათი როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში. ეცადეთ იყოთ რბილი, ეძებოთ კომპრომისი და დათმოთ. მიუხედავად ემოციური ფონისა, შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა.

მორიელი

შეიძლება გეგმების შეცვლა და სხვა საქმეებით დაკავება დაგჭირდეთ. გქონდეთ სიმტკიცე და დაიცავით თქვენი პოზიცია. დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატარეთ — იზრუნეთ სახლზე და ახლობლებზე.

მშვილდოსანი

კარგი დღეა მუშაობისთვის და მომავალი საქმეების დაგეგმვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დღეს ისვენებს, თქვენ ბევრი იდეა და შესაძლებლობა გექნებათ წინსვლისთვის. წარმატება მოჰყვება კონფერენციებს, პრეზენტაციებს და შემოქმედებით საქმიანობას.

თხის რქა

დღის განმავლობაში სიტუაცია ხშირად შეიცვლება და დაგჭირდებათ მასზე მორგება. შესაძლოა შეხვდეთ ძველ ნაცნობს ან კოლეგას. კარგი იქნება, თუ მეტ დროს მარტოობაში გაატარებთ და შეამცირებთ კომუნიკაციას, თუნდაც ახლობლებთან.

მერწყული

გექნებათ თავისუფლებისა და შთაბეჭდილებების მოთხოვნილება. შეცვალეთ გარემო, ეწვიეთ გასართობ ღონისძიებას, გაერთეთ და დაისვენეთ. მარტოხელა მერწყულებს კი 3 ივლისს შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანი შეხვდეთ.

თევზები

დღეს შეგიძლიათ რაიმე ახალი კერძი სცადოთ ან თქვენი რუტინა ცოტა შეცვალოთ. დათანხმდით მოწვევებს და არ შეგეშინდეთ რისკის — შედეგი მოგეწონებათ. კარგია ასევე მეგობრებთან სტუმრობა და მხიარული გარემო“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი“ - სოცქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

🎥 როგორ ჩაიარა ნოე სულაბერიძის და ირაკლი მაქაცარიას ვიზიტმა ლონდონში, სადაც BBC Studios ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა

„სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები“ - გერმანიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა