ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც „ავატარის წერტილებზე“ საუბრობს:
„ყოველთვის, სანამ ხელს ჩაიქნევ შენს სურვილებსა თუ მიზნებზე, მინდა გაიხსენო ეს ციტატა: „როდესაც მგონია, არაფერი გამოვა, მივდივარ და ვუყურებ ქვისმთლელს, რომელიც ქვას ჩაქუჩს ურტყამს, შესაძლოა ასჯერაც, ისე, რომ ბზარიც კი არ ჩანს. აი, ასმეერთე დარტყმაზე კი ქვა ორად გადაიხსნება და ვიცი, რომ ეს არა ამ უკანასკნელი, არამედ ყველა იმ დარტყმის მოქმედების შედეგია, რომელიც მას წინ უსწრებდა“.
💫 იაკობ რიისი ეს არის კუროს ენერგია მოქმედებაში, ეს არის ავატარის წერტილის მადლი, რომელმაც სწორედ დღეს, 5 მაისს შეიძლება დადოს სტაბილური, მტკიცე და დროში გახანგრძლივებული, მაგრამ გარდაუვალი შედეგი.
♉💎 🌌 ცის კაბადონზე არის 4 წერტილი, რომელსაც ეწოდება ავატარები იგივე ავატარის კარიბჭეები.
ეს წერტილები ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი და მერწყულის) ცენტრშია (15 გრადუსში). ევროპულ ასტროლოგიაში ისინი ატარებენ 4 მოციქულის: ლუკას, მარკოზის, იოანესა და მათეს სახელს.
🌠 ინდუიზმში ავატარებად მოიხსენიება ღმერთის განსხეულებები მიწიერ არსებაში, რომელიც ევლინება სამყაროს რათა იხსნას იგი.
ცნობილია პრაჯაპატის ავატარები, რამდენიმე შივას ავატარი, ვიშნუს მრავალი ავატარი. დეინ რედიარის აზრით სწორედ ეს ფიქსირებული ნიშნების გრადუსები შეესაბამება ცნობილ ავატარების კარიბჭეებს, სიმბოლურად ავატარში მოიაზრება გამონთავისუფლებული კოსმიური ენერგია.
♉ ავატარის წერტილი, რომელიც კუროში მდებარეობს (ხარის წერტილში), უკავშირდება ძალას, რომელიც ინდივიდუალური არსების ფორმირებას ახდენს.
💫 როგორც რედიარი აღნიშნავს, ამ მომენტებში ენერგიის რეალიზაცია თავმოყრილი დღეღამტოლობის წერტილებში (ხარისა და არწივის წერტილებში) ან მზებუდობის წერტილებში (ლომისა და ანგელოზის წერტილები) გამოთავისუფლდება და იძლევა თავის შედეგებს.
💥 ეს არის დღე, როდესაც სიტყვა იძენს მატერიალურ ფორმას! ჰოდა გამოიყენე ეს დღე და შექმენი შენი სასურველი რეალობა 💖“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არასასურველია ექიმთან ვიზიტი, ქირურგიული ჩარევა...“ - 5 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
⭕სალომე ბაკურაძის და ლაშა ბასლანძის შვილი 10 წლის გახდა - „ყველაზე მაგარ კაცს ვულოცავ“