31 მარტს ექიმ/რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილს ძმა გარდაეცვალა.
მას ძმა, ასევე ექიმ-რეპროდუქტოლოგი ვანო მგალობლიშვილი იყო, რომელიც 2 აპრილს დაკრძალეს.
ექიმმა სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ძმის ახალგაზრდობის ფოტოები გაავრცელა:
„ასეთი იყო ჩვენი ვანო - არამხოლოდ გარეგნობით, არამედ ნიჭითაც გამორჩეული.
სამედიცინო უნივერსიტეტი ფრიადზე დაამთავრა, იმ დროს 5 ბალიანი შეფასების სისტემა არსებობდა, მაგრამ სახელმწიფო გამოცდა ისე ჩააბარა, რომ ხუთიანი ეცოტავათ პედაგოგებს და ხუთიანს ძახილის ნიშანი მიუწერეს, რაც მაშინ უპრეცედენტო შემთხვევა იყო“, - წერს მანანა მგალობლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: