აღდგომა ქრისტიანული სამყაროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასა და კაცობრიობის ხსნას ეძღვნება. 2026 წელს, მართლმადიდებლური აღდგომა 12 აპრილს აღინიშნება.
6 აპრილიდან ჩვენ სწორედ ვნების შვიდეულში, ანუ ვნების კვირეულში ვიმყოფებით, რომელიც დიდმარხვის ბოლო და ყველაზე მძიმე კვირაა.
აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე საუბრობს:
„შეგახსენებთ, რომ ვნების კვირეული დაიწყო.
საკმაოდ მძიმე კვირაა. ეცადეთ, რომ დრო საკუთარ თავთან და უფალთან სიახლოვეში გაატაროთ.
დაივიწყეთ წყენა, ზედმეტი დარდი. ფიქრები შურისძიებაზე თუ ყოველგვარ სიბოროტეზე.
და გახსოვდეთ: თუ ადამიანი ბოლომდე დაითმენს და ღმერთთან დარჩება, ნებისმიერი სიმძიმის ბოლოს გარდაუვალი აღდგომა ელოდება!
მშვიდობიანი კვირა გქონდეთ უკლებლივ ყველას!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდის ხარ „ამორძალი“ და როდის „ბავშვი“? - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე