Digest Logo

🎥 „ყველაზე კეთილი ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ მას“ - გურამ ლომიძის და ივანა მელაის შვილმა პირველი სიმღერა ჩაწერა

1775485249
გურამ ლომიძე

უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი უკვე წლებია საქართველოდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ის აშშ-ში შვილთან ერთად ცხოვრობს და მოღვაწეობს.

იგი მომღერალ გურამ ლომიძის ყოფილი მეუღლეა, რომელთანაც ერთი საერთო შვილი, ელიზაბეტ ლომიძე ჰყავს. 

9 წლის ელიზაბეტმა პირველი სიმღერა ჩაწერა, კადრები კი დედამისმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

„ჩემს ქალიშვილ ელიზაბეტს დებიუტი აქვს! ის 9 წლისაა. ეს არის პირველი სიმღერა, რომელიც მან შექმნა.

ელიზაბეთ ყველაზე კეთილი ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია და ყველაზე ლამაზი სული აქვს, რაც კი ოდესმე მინახავს.

გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ მას.

ელიზაბეტი ჩემი ცხოვრებაა - ჩემი უდიდესი სიმღერა მსოფლიოში“, - წერს ივანა მელაი. 

ცნობისთვის, გურამ ლომიძეს და ივანა მელაის რამდენიმეწლიანი ქორწინება აკავშირებდა. გურამს წინა ორი ქორწინებიდან ასევე ჰყავს შვილები. მისი პირველი მეუღლე ხატია შამუგია გახლდათ, მეორე კი ამერიკელი ქალბატონი, რომელთანაც შვიდი წელი აკავშირებდა ქორწინება… მესამედ კი ივანა მელაიზე დაქორწინდა, თუმცა ეს ურთიერთობაც დასრულებულია.

ცნობილია, რომ გურამ ლომიძე ახლა მოდელ  ეკატერინე ტუღუშზეა შეყვარებული. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by IVANNA MELAY (@ivannamelay)

ასევე დაგაინტერესებთ:

როდის ხარ „ამორძალი“ და როდის „ბავშვი“? - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

„ჩუმად აზიანებს ნაწლავს და პერიოდულად გვახსენებს თავს ტკივილით, დიარეითა და დაღლილობით“ - რა არის კრონის დაავადება

🎥 თეთრი ტორტი, შავი კაბა, ოჯახის წევრები და მეგობრები - კადრები ლიზა ჩიჩუას დის დაბადების დღიდან