სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინაში საბავშვო ბაღს აშენებს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მას და მის შვილს უკავშირდება.
„გამოცილებისას შვილმა მკითხა - ვინმეს მოკვლა მოგიწიაო? არა მამი, მე მხოლოდ ბაღს ვაშენებ -მეთქი!
ცოტა მოეშვა, ამოისუნთქა, აშკარად ბევრს ფიქრობს ამაზე. ბაღში რამდენი ბავშვი დაეტევაო?
მეთქი -120!
120 რუსის მოკვლას, 120 ბავშვისთვის ბაღის აშენება სჯობსო.
სულ მალე დაიშლება ის წყეული იმპერია და იმედია ბავშვებს აღარ მოუწევთ სიკვდილზე ამდენი ფიქრი.
დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვტირი, მართლა“ - მარკუს მეტრეველის გულახდილი საუბარი