Digest Logo

„გამოცხადდით პირველ გასასვლელში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიხსნებით რეისიდან“ - ვისმენდი გაყინული მზერით: რა შეემთხვა დათო ლიკლიკაძეს აეროპორტში

1791197490
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში მორიგ იუმორისტულ და კურიოზულ ისტორიას უზიარებს გამომწერებს, რომელიც მას აეროპორტში გადახდა:

„დღეს ცხოვრებაში პირველად გამოვცხადდი აეროპორტის საინფორმაციო მიკროფონში: „მგზავრი ლიკლიკაძე სასწრაფოდ გამოცხადდით პირველ გასასვლელში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიხსნებით რეისიდან“.

ვისმენდი ამ ყველაფერს გაყინული მზერით, სანამ ვიღაც მადლიანმა არ მითხრა მორიდებით: მგონი ლიკლიკაძე თქვენ უნდა იყოთ....

აშკარად გადაღლილი ვარ.

ნუთუ ეს ის დაღლაა, რომელიც სიბერემდე მიგყვება...“,- წერს ლიკლიკაძე.

✕