Digest Logo

„გამოცხობის რეცეპტი გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული“ - გიორგი კეკელიძე საკუთარი ბებიის გურული ღვეზელის რეცეპტს გვიზიარებს

1735572387
გიორგი კეკელიძე

ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გურული ღვეზელის რეცეპტს გვიზიარებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცველელად გთავაზობთ:

„გურული ღვეზელის გამოცხობის რეცეპტი გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან:
ფქვილი, გნებავთ ქფილი უნდა ერთი კილო. ცოტა თუ დააკლდება, მაი აფერი. დროჟი უნდა ერთი სტოლის კობზი. ზუსტად. მარილი სიყვარულის მიხედვით. ზეთი ნახევარი ჩაის ჭიქა გინდებლარიენ. ყველი ჩვეულებრივი. ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა. ჩვეულებრივი. კარაქიც სიყვარულის მიხედვით, ბევრი არ ჩაადღლიზოთ, თვარა ექნება კარაქის გემო. რძეი თუ გაქვენ, უქენით, თუ არ გაქვენ, მაინც გამოცხობა უმისმაგისოდ. ახლა თვითონ გამოცხობა რაფერ უნდა: ფქვილს დუუმატეთ წყალი, კარგად დუუმიზნეთ, არ მოლაშტროთ სტოლი, მერე მოზილეთ, გააბტყელეთ ცემენტივით, უქენით ყველი, კვერცხი, ახალი მთვარის ფორმა მიეცით, შედევით დუხონკაში და გამეიღეთ, სანამ მთლა დეიწობა. და ღვეძელიც გამოცხობა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საუკეთესო თაობის, საუკეთესო ადამიანები...“ - „შესანიშნავი შვიდეულის“ მორიგი შთამბეჭდავი შესრულება

🎥 „სამწუხაროდ, ინვალიდობას იწვევს...“ - როგორ ავიცილოთ თავიდან ტრავმები ზამთარში? - ზაზა თელიას რეკომენდაციები

🎥 „ძალიან მომინდა, აქ ვერ ვიძახებ და გადავწყვიტე თავად მომემზადებინა...“ - ნინიკო მამარდაშვილი ბოლო დროს კულინარიით დაინტერესდა