ცნობილი ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მორიგ ისტორას იხსენებს, რომელიც გერმანიის ელჩს და მის მეუღლეს ეხება:
„არ ვიცი წინა ელჩი იყო გერმანიის თუ წინას წინა ჰერ ჰენიგი, მის მეუღლესთან ფრაუ ჰენიგთან ვმეგობრობდი, ყვავილები უყვარდა, დადიოდა ჩემთან ბაღში, ერთად ხშირად ვყოფილვართ ნავთლუღის ბაზარში, ბარახოლკაზე ან მშრალ ხიდზე, ძველმანების მოყვარული იყო ჩემსავით.
სულ მეპატიჟებოდა დიპლომატიურ წვეულებებზე და მეც ამაყი დავდიოდი ჩემთვის უცხო საზოგადოების საყურებლად თაიგულებით. მასპინძელი წყვილი სულ იდგა შესასვლელში და ყველა სტუმარს პირადად ესალმებოდა. ფრაუ ჰენიგი ყოველთვის წარმადგენდა მეუღლესთან, უნდოდა მასაც ვცნობოდი მაგრამ ყოველ ჯერზე უშედეგოდ. ეტყოდა ხოლმე თავაზიანად:
- დიტერ ესაა მებაღე, ზურაბ შევარდნაძე. ისიც დიპლომატიური მოწიწებით ჩამომართმევდა ხელს და ასევე თბილად მეტყოდა:
- ბატონო შევარდნაძე ბედნიერი ვარ თქვენი გაცნობით. არ ვიცი ასე რამდენჯერ, თუ არ გადავაჭარბებ ათჯერ მაინც. მე არ მწყინდა, ვიცოდი ბევრ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, ან მე რა საინტერესო ვიყავი, მიკვირადა კია.
ბოლოს თითქმის რომ მორჩნენ დიპლლომატიურ საქმიანობას 6 თვე ისე, უსაქმოდ დარჩნენ საქარელოში და მაშინ ფრაუ ჰენიგი და მე განსაკუთრებულად დავახლოვდით. უფრო ხშირად დადიოდა ბაღში, ძალიან კარგი ცხობა იცოდა და ჩვენი „კაფის“ გოგოებს ნამცხვრების ცხობას ასწავლიდა. ჩვენი კაფეს მენიუში ცნობილი ხაჭოს ნამცხვარი, კაკაოიან ძირზე იმდროინდელია, ფრაუ ჰენიგის ნასწავლებია. გვეუბნებოდა, თქვენ უკეთესი ხაჭო გაქვთ ვიდრე ჩვენ და აქ გაცილებით უკეთესი გამოდის ვიდრე გერმანიაშიო.
წასვლამდე ერთი კვირით ადრე მეგობრებთან გამოსამშვიდობებელი ჩაის სმა ჩვენს კაფეში გამართეს, ხაჭოს ნამცხვრებიც დავაცხვეთ ბევრი, ჰეერ ჰენიგიც გვეწვია. ძალიან დიდი იმედი მქონდა აქ, ჩემს ბაღში მაინც მიცნობდა. ფრაუ ჰენიგმაც უიმედოდ, თითქმის წრიპინით უთხრა იგივე წინდადება: -დიტერ ესაა, მებაღე ზურაბ შევარდნაძე, ახლა მის ბაღში ვართ. ბატონმა ჰენიგმაც ჩვეული რიხით: - ბატონი შევარდნაძე, ბედნიერი ვარ თქვენი გაცნობით. მეთერთმეტედ გამიცნო.
იმ დღეს გამოვემშვიდობეთ გულითადად ერთმანეთს, მას შემდეგ მათზე აღარაფერი ვიცი.
ჩვენს კაფეში კი დღესაც ვაცხობთ ფრაუ ჰენიგის კაკაოსძირიან, ხაჭოს ნამცხვარს“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „ბაბუს ბიჭები“ - გიორგი ჯაჯანიძე შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს