Digest Logo

„გამრავლების ტაბულა დღესაც არ ვიცი ზეპირად, ცხრაჯერ შვიდი რამდენია ვერაფრით დავიმახსოვრე“ - ზურა შევარდნაძე

1762151281
 ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს და ბავშვობიდან იხსენებს მოგონებას: 

„გამრავლების ტაბულა დღესაც არ ვიცი ზეპირად, არ ვიპრანჭები მართლა არ ვიცი, ცხრაჯერ შვიდი რამდენია ვერაფრით დავიმახსოვრე.

სკოლაშიც დიდად არ ვბრწყინავდი, არ ვიყავი კარგი მოწაფე. მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი და ხუთიანებს დაუმსახურებლად მიწერდნენ.

დედაჩემი ხშირად მოდიოდა სკოლაში ამბის საკითხავად, ჩამოუვლიდა მასწავლებლებს. ჩემი მათემატიკის მასწავლებელს კუკური ნინიძეს რომ ჰკითხავდა: - კუკური მასწავლებელო, რაფერია ჩემი შვილი თქვენთან?

კუკური მასწავლებელი ომახიანად უპასუხებდა: ალგებრაზე და გეომეტრიაზე არაფერს, საერთოდ არაფერს ეტყოდა. შეწუხდებოდა დედაჩემი, მიხვდებოდა რაშიც იყო საქმე. ყველა ამშვიდებდა და ანუგეშებდა, არ იჯავრო ნათელა მოყვასია, კეთილია, წესიერია, ცოცხალი და მხიარულია, ინტერესიანია... უმეორებდენ და უმეორებდენ.
გამრავლების ტაბულა მართლა არ ვიცი...“, - წერს ზურა შევარდნაძე. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„საჩუქარი დედაჩემისთვის“ - ნახეთ, რა აჩუქა ანა შელიამ დაბადების დღეზე დედას

⭕„მიყვარხარ ძლიერად და ულიმიტოდ! მადლობა, რომ გაჩნდი და მერე მე გამაჩინე“ - რეპერი „მასტერი“ დედას დაბადების დღეს ულოცავს

⭕ „ნუ აიღებთ კრედიტებს და ვალს“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი