ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ისეთ ადამიანებზე წერს, რომელთაც ვამპირული ქმედებები ახასიათებთ და განმარტავს, რატომ იქცევიან ასე:
„ვამპირიზმი არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანის/ების მიერ ხდება ენერგიის მიტაცება, მითვისება სხვა ადამიანისგან, რომლის შედეგადაც „მსხვერპლი“ თავს უგუნებოდ გრძნობს, სუსტადაა, შესაძლოა თავის ტკივილი ჰქონდეს გამოხატული, შრომისუნარიანი არაა, ნაკლებად კონტაქტურია და სხვა.
ჩვეულებრივ პირობებში, ეს ენერგიის გაცვლა ხდება ფიზიოლოგიურად, როდესაც ვთქვათ წყვილებში ერთი გამცემია, მეორე კი - მიმღები. ეს ფიზიოლოგიური პროცესია და ენერგიის აღდგენაც შესაბამისად მალე ხდება.
არ უნდა აგვერიოს ერთი მნიშვნელოვანი რამ - ენერგოდეფიციტი ვითარდება მაშინ, როდესაც დიდხანს ვუზივართ მონიტორს, არ გვაქვს კონტაქტი ბუნებასთან, არ გვაქვს კომუნიკაცია ცოცხლად ადამიანებთან, მაშინ როდესაც საათობით ვუზივართ საქმეს სამსახურში, ვუვლით ლოგინად ჩავარდნილს, მაშინაც როდესაც უბრალოდ ვიღლებით ან ნორმალურად არ გვძინავს. ამ დროს ნებისმიერი ადამიანის ხუმრობაც კი შეიძლება რაღაცით გამაღიზიანებელი იყოს, ამიტომ ნუ აჩქარდებით ვინმეს შეფასებისას.
განიტვირთეთ, მიიღეთ ენერგიის ულუფა, კვება მხოლოდ ფიზიკურ სხეულს არ სჭირდება. ენერგიის აღსადგენად აკეთეთ ის, რაც მეტად მოგწონთ და რაც მეტ სიამოვნებას განიჭებთ, იქნება ეს უბრალოდ პეიზაჟით ტკბობა, ზღვის ხმის მოსმენა, ხეებთან, მცენარეებთან, ცხოველებთან კონტაქტი, ბავშვებთან ჩახუტება, საყვარელ ადამიანთან კონტაქტი თუ სხვა.
რაც შეეხება „ვამპირებს“ ისინი ძირითადად ორ ტიპად იყოფიან: მარტივად რომ ვთქვათ, მზის ვამპირები (სოლარები) და მთვარის ვამპირები (ლუნარები).
მზის ვამპირებში გამოხატულია აქტიურობა, აგრესიულობა, ბევრი საუბარი, აყალმაყალი.
ლუნარები კი ჩუმად არიან, შესაძლოა იწუწუნონ, ან თავს მოგახვიონ თავის პრობლემა, ერთს ჩაიბურტყუნებენ და მერე იწყება თავის ტკივილი.
არსებობენ შერეული ტიპის ვამპირებიც, ვამპირობენ ბავშვებიც, ხშირად ვამპირობენ ასაკოვანი ადამიანები, ეს არ არის ტრაგედია და შიშის საფუძველი, ყველა მათგანს უნდა ის, რაც ყველას გვაერთიანებს ამ მიწაზე, ყურადღება და ემოცია.
განსაკუთრებით რთულია, როდესაც მსგავსი ადამიანი ოჯახში გვყავს, ან სამსახურში მუდმივად გვიწევს კონტაქტი და ამ დროს ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს, თუმცა ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ არა იმაზე, თუ როგორ გავექცეთ მათ (თუმცა არის სიტუაციები, როდესაც უნდა „გავიქცეთ“ იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მხსნელები და მესიები, უბრალოდ უნდა მოვშორდეთ კონკრეტულ ადამიანს) დავიცვათ თავი, არამედ იმაზე, როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია, მეტად ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები და შევინარხუნოთ სიმშვიდე.
ალბათ ეს არის მთავარი გაკვეთილი.
ყოველთვის, როდესაც გრძნობთ, რომ თქვენზე ზემოქმედებენ (არაგანზრახ) და ხდება ენერგიის გადინება ეცადეთ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები.
1) შეინარჩუნეთ სიმშვიდე, კონკრეტული ადამიანის მიმართ შეინარჩუნეთ სიყვარული, ნუ შეეწინააღმდეგებით საუბრისას, დაეთანხმეთ და განაგრძეთ თქვენი საქმე.
გახსოვდეთ, რომ სწორედ შიშის, აგრესიის, გაღიზიანების დროს იღებენ თქვენგან ენერგიას. ამიტომ შეეცადეთ გაიღიმოთ და მეტი სითბოთი შეხვდეთ მათ, ვინც ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ცდილობენ თქვენს მსხვერპლად ქცევას.
2) შუშის კედელი - ეს საკმაოდ ეფექტური ვიზუალიზაციის ტექნიკაა, რომელიც გიცავთ. როდესაც შეატყობთ, რომ კონკრეტული ადამიანი ან ადამიანები იწვევენ თქვენს ენერგეტიკულ გამოფიტვას, ეცადეთ, რამდენიმე წამით თვალები დახუჭოთ და წარმოიდგინეთ შუშის კედელი თქვენსა და მათ შორის, შესაბამისად თქვენც და თქვენი ენერგეტიკაც არის სრულიად დაცული.
3) ხელ-ფეხის გადაჯვარედინება და შეკრული წრე თითებით. ფეხის ფეხზე გადადება, ხელების ერთმანეთზე გადადება (ჯვარედინად). საჩვენებელი და ცერა თითით წრის შეკვრა, ესეც დაცვის ტექნიკებია საჭირო დროს.
4) დაცვა სახლში - შეგიძლიათ დააწყოთ ოთახებში ნიორი, სამზარეულოში უპრობლემოდ გამოიყენებთ ამ საშუალებას, ისეც სხვა ოთახებში დაალაგეთ რამდენიმე ნივრის კბილი. ისედაც ვირუსების საწინააღმდეგოდ მშვენიერი ეფექტები აქვს ნიორს.
5) სამსახურში, გზაში, მეზობლად ან სულაც მეგობართან არასასურველი ადამიანის/ებისგან „დასაცავად“ ფოლგის ან ნებისმიერ ვერცხლისფერ ქაღალდში გაახვიეთ პატარა მთის ბროლის კრისტალი. ეცადეთ, შეეხოთ ხოლმე ხელით, რაც შეიძლება ხშირად“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შეგიძლია ჩაიცვა კაბა, რომელიც მილიონები ღირს, მაგრამ...“ - კოკო შანელის მთავარი შეგონება ქალებს