საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია დაინიშნა. სპორტსმენმა რჩეულს, რომელიც პროფესიით მოდელი არის, ხელი რომანტიკულ გარემოში სთხოვა.
სასიხარულო სიახლის შემდეგ, ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ახალი, ემოციური და ცეცხლოვანი ფოტოები გამოაქვეყნა. კადრებში წყვილი საოცრად ბედნიერი გამოიყურება, ფოტოებს კი გიორგიმ მოკლე, მაგრამ სიმბოლური წარწერა დაურთო: „განსაკუთრებული ივნისი“.







ქვილითაიასა და მისი რჩეულის ნიშნობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილს უამრავი ადამიანი, მათ შორის ნაკრების წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები ულოცავენ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და ბედნიერებას უსურვებენ.

