ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას მესამე შვილი შეეძინათ. წყვილს გოგონა ეყოლა, რომელსაც ქეთო დაარქვეს.
ოჯახმა ახალშობილის დაბადება ერთ-ერთ რესტორანში, ქართული სუფრით, სიმღერებით და ღვინით აღნიშნა.
კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ოჯახის წევრებმა გაავრცელეს, ჩანს განსაკუთრებული ტორტიც.
საღამოს ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ლიზა ჩიჩუა ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ქალიშვილია. 22 წლის ულამაზესი გოგონა მომღერალი გახლავთ. იგი ტელეწამყვანის და ბიზნესმენის ირაკლი მაქაცარიას მეუღლეა. წყვილმა 2022 წელს იქორწინა.


ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თამო ვაშალომიძე კორეიდან ახალ კადრებს აქვეყნებს - „უმაგრესო გოგო, წარმატებები“
⭕„საუკეთესოები❤️“ - ქეთი ძიგუა ლევან ქარაზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს