Digest Logo

„განსაცდელებს აქვს ორი დასასრული: ერთი, რომელიც აბოროტებს ადამიანს და მეორე, რომელიც ღმერთთან აახლოებს“ - მღვდელი ლუკა მუხიგულაშვილი

1773501758
ლუკა მუხიგულაშვილი

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში მღვდელი ლუკა მუხიგულაშვილის ქადაგებიდან ამონარიდს აქვეყნებს:

„ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ადამიანები იმაზე, თუ რატომ ეშვება ესა თუ ის განსაცდელები ჩვენს თავს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. როგორც სახარებაში წერია: „თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია“.(მათე 10:30)

ჩვენ გვაქვს ასეთი წოდება - ქრისტიანის. ქრისტიანი კი ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს მსგავსნი უნდა ვიყოთ.
ჩვენს განსაცდელებს აქვს ორი დასასრული: ერთი, რომელიც აბოროტებს ადამიანს და მეორე, რომელიც ღმერთთან აახლოებს.

გაბოროტების შემთხვევაში ჩვენი ამბიცია და ამპარტავნება მოქმედებს, ხოლო მეორე სასიკეთო შემთხვევაში - ჩვენი სიმდაბლე.

სწორედ ამ დროს უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში სულიერი ძალა, გამოვიჩინოთ სიმდაბლე, ღმერთთან დავახლოვდეთ და გავიაზროთ, რომ ეს განსაცდელები ჩვენს საკეთილდღეოდ და საცხოვნებლად არის“, - წერს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დიდი ტკივილით გაცნობებთ...“ - ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

⭕„მიშა ძილში ჩაცხრილეს...“ - ყოფილი მეგობრების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული: რა დეტალებია ცნობილი დუშეთში მომხდარ მკვლელობაზე

⭕მარტივი პრაქტიკა ფულისთვის - თაკო მელიქიშვილის რჩევები