ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი ტელეკომპანია იმედში ნათქვამი ფრაზის გამო როლიდან მოხსნა.
პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მსახიობს მხარდაჭერას უცხადებს.
„გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება კოცონი დაანთონ და დაწვან, ეს რა უბედურებაა, მართლა რა ხდება? ერთი უწყინარი ხუმრობის გამო თამარ მაყაშვილს რა დღე დააყარეს, კომპარტიაა თუ რა ხდება, აჭარაზე და აჭარლებზე ვგიჟდები, მაგრამ ეს რა დამოკიდებულებაა მართლა არ მესმის! გარიცხეს ანუ თეატრიდან? მეტს კი არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები! მე მაპატიეთ მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია! თუ შეეშალა ბოდიშიც მოიხადა!
Tamara Makashvili მიყვარხარ ჩემო ოქრო, ეს ისტორიაში ჩაიწერება!
„ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებით თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოიხსნა“, - წერს ნატო დუმბაძე.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: