მსახიობი თამარ მაყაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს ფეისბუკის პირად გვერდზე იხდის. როგორც ის აღნიშნავს, შეცდა და ნანობს თავის ნათქვამს.
აღნიშნულ თემაზე განმარტებას აკეთებს მსახიობი რუსკა მაყაშვილიც და სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ბოდიში მოსახდელი იყო და უკვე მოიხადეს.
„დიახ მეგობრებო, ყველა ვცდებით ! დიახ მეგობრებო, ბოდიშსაც ვიხდით, ბოდიში არასდროს არის გვიან, ვინც დედაჩემს იცნობს, ის ადამიანები მიხვდნენ ამ უწყინარ, უბოროტო ხუმრობას, თუმცა კი ბოდიში აუცილებლად მოსახდელი იყო და მოვიხადეთ! დიახ მეგობრებო, ყველა ბავშვი გადასარევი და უნიკალურია! მიიღეთ ბოდიში“, - წერს რუსკა მაყაშვილი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გია ბაღაშვილმა შვილებთან ერთად იმღერა - „რაღა უნდა ინატროს ადამიანმა ამაზე მეტი“
🔵როგორ მიულოცა რუსკა მაყაშვილს მეუღლემ დაბადების დღე - ფოტოები წვეულებიდან
🔵„ეს ნიშანი ახლა ყველაზე წარმატებულია“ - ვის სწყალობს კოსმოსი ამ კვირაში