Digest Logo

„გაფრთხილდით! გაივსო პალატები და დერეფნებში შემოჰყავთ პაციენტები“ - რას წერს კოვიდინფიცირებული?

1626722857
ქიტიაშვილი

კოვიდინფიცირებული, გიორგი ქიტიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახალი შტამის, ინდური „დელტა“ შტამის შესახებ წერს. 

მისი თქმით, აღნიშნული შტამი მეტად ვერაგია და არავის ინდობს, არც სპორტსმენს და არც არაჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარს.

„გაფრთხილდით! ჯერ თუ ისევ კარგად ხართ. არავინ თქვას, რომ კარგი იმუნიტეტი აქვს სპორტსმენია, ან ალკოჰოლს ღებულობს და მსგავსი სისულელე..

ახალ „დელტა +“ ვერ მოელაპარაკები, ვერც მოისყიდი, ნებისმიერს ათრევს სახით, სულ რომ ჰერკულესი იყო ჯოჯოხეთს გამოგატარებს. საზიზღარი შტამია. ამიტომ მაქსიმალურად გაფრთხილდით.

აქ გაივსო პალატები და დერეფნებში შემოჰყავთ პაციენტები. 1 კვირაში სრული საგიჟეთი იქნება. გეომეტრიული პროგრესიით გარბის“,- წერს ქიტიაშვილი.