Digest Logo

„გაქვთ განცდა, რომ წლები თვალის დახამხამებაში გადის?...“ - რა სტატიას ქვეყნებს რამაზ გიგაური

1775836621
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე: გაქვთ განცდა, რომ წლები თვალის დახამხამებაში გადის? - წერს:

„გაქვთ განცდა, რომ წლები თვალის დახამხამებაში გადის? თითქოს ორშაბათს და პარასკევს შორის მხოლოდ რამდენიმე საათია.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ „დრო აჩქარდა“. თუმცა, ფიზიკის კანონები არ შეცვლილა — წუთში ისევ სამოცი წამია. სინამდვილეში, დრო კი არ აჩქარდა, ჩვენმა ტვინმა დაკარგა მისი აღქმის უნარი. საინფორმაციო ქაოსმა, შფოთვამ და გაუთავებელმა რუტინამ დღეები ერთმანეთს დაამსგავსა და ცხოვრებას გემო დაუკარგა.

ძველი ბერძნები დროს ორად ყოფდნენ: „ქრონოსი“ (მექანიკური, დაუნდობელი წამზომი) და „კაიროსი“ (შეჩერებული, გააზრებული წამი). დღეს ჩვენ სრულად ქრონოსის მონობაში ვართ. პროდუქტიულობის მუდმივი მოთხოვნა გვაიძულებს, ყველაფერი მოვასწროთ. ვჩქარობთ და საბოლოოდ... სიცოცხლის უმეტეს ნაწილს უბრალოდ გზაში ვკარგავთ“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვაშენებ იმას, რაც მინდა მახსოვდეს“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

🎥 რა გელოდება ერთ კვირაში, მოძებნე შენი ზოდიაქოს ნიშანი - რა რეკომენდაციას გიზიარებს თაკო მელიქიშვილი

რუსთავში 14 წლის მოზარდს ეძებენ - „მითხრა მხოლოდ 2 სიტყვა, კარგად ვარო“