საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში მომღერალ ეკა კვალიაშვილის შესახებ წერს და მას ქვეყნიდან წასვლის გამო გავრცელებული განცხადების შესახებ უპირისპირდება.
„აი, ეს გახლავთ ირაციონალური აზროვნების სამაგალითო ნიმუში. ადამიანი მადლობას უხდის „პატრონს", რომელიც ლუკმას უგდებს, მონობის და კუდის ქიცინის სანაცვლოდ, თუმცა სულაც არ აწუხებს ის, რომ ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ თევზის ჭამა ასწავლეს და არა მისი დაჭერა.
სამადლო ლუკმის მიუხედავად ის მაინც გარბის... მაგრამ მაინც მადლობას უხდის მას, ვინც საქმე გასაქცევად გაუხადა.
გარბის... სამწუხაროდ ალბათ ისევ რუსეთში, თორემ მისი კონკურენტუნარიანობა ევროპას და ამერიკას რომ ვერ გაქაჩავს, თავად უკეთ იცის“, - წერს ნუგზარ სულაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ევროპაში პანდემიის ახალ ტალღას ელოდებიან – ხანდაზმულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ