Digest Logo

„ხაზი მეც მინდა გავუსვა მისივე სიტყვებს - წამლები ძალაში უცებ არ შედის, კვირები სჭირდება, გთხოვთ, გაუძელით ამ კვირებს“ - ნათია ფანჯიკიძე

1666941722
ნათია ფანჯიკიძე და გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საკუთარ მენტალურ პრობლემებზე პირველად „რადიო თავისუფლების“ ეთერში ალაპარაკდა. კეკელიძემ დეტალურად გადმოსცა ის განცდები, რასაც დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის დროს გრძნობდა. მწერალი მიიჩნევს, რომ მან დაავადებასთან გამკლავება შეძლო.

აღნიშნული ინტერვიუ ფეისბუკის პირად გვერდზე ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ გამოაქვეყნა და აღნიშნა, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს დეპრესიაზე საჯაროდ საუბარს.

„გუშინ გამომიგზავნა გიორგიმ ეს ინტერვიუ, აღვნიშნეთ, რამდენად ბევრი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი და მხარდამჭერი, რომ მან გამოთქვა, რა სასტიკია დეპრესია, გარშემომყოფებს უბრალო მოწყენილობა რომ ჰგონიათ ხშირად და რომ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვილაპარაკოთ. მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონი ადამიანი ფიქრობს, რომ ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას და 2 მილიონამდე ადამიანი მიმართავს კიდეც უკიდურეს გამოსავალს. სუიციდი ზოგიერთ წელიწადს ომებში და ჰომიციდით დაღუპულთა რიცხვსაც კი აჭარბებს. ასეთია მსოფლიო სტატისტიკა, რისიც ერთ-ერთი მიზეზი ტაბუ, უთქმელობაა და მეორე მიზეზი გარშემო „ყრუ“ ადამიანთა სიმრავლე. გიორგის, რა თქმა უნდა, სიტყვა იდეალურად მოსდევს და ის შინაგანი ცოდნა, რის ცოდნამაც სამწუხაროდ მასაც მოუწია, სრული სიზუსტით გადმოაქვს. ინტერვიუში გამოთქმულ მის რეკომენდაციათა შორის ხაზი მეც მინდა გავუსვა მისივე სიტყვებს - წამლები ძალაში უცებ არ შედის, კვირები სჭირდება, გთხოვთ, გაუძელით ამ კვირებს. სწრაფი შედეგის არდადგომის გამო მედიკამენტების და ექიმების ცვლილება კიდევ უფრო ჭიმავს გამოჯანმრთელების დროს და ზრდის ხელის ჩაქნევის რისკს. გააზიარე რა შენცო. აუჰ.. იმათ რა ვუყო მერე, ჩვენი ურთიერთობა ჩვენზე კარგად რომ იციან-მეთქი. ხომ არ გაგიჟდიო? სულ გიჟი არ ვარ-მეთქი? ხოდა მითუმეტესო. შესაძლოა დილას არა, მაგრამ დღის განმავლობაში აუცილებლად მოსასმენი ინტერვიუა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„პირველად რომ ჩემზე იძალადეს, ალბათ, 8 წლის ვიქნებოდი, ის დაახლოებით, 65-70 -ის“ - ძალადობის მსხვერპლის სულის შემძვრელი პოსტი

🔵„პოზიტიური დღეა ძველი ურთიერთობის აღსადგენად“ - მიხეილ ცაგარელი

🔵🎥 „დღეს უკვე მზად ვარ, დავეხმარო ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც ეს სირთულე აწუხებს“ - გიორგი კეკელიძე დეპრესიაზე ალაპარაკდა