ქართველი ემიგრანტებისთვის ინტერნეტტელევიზიის დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე ფეისბუკის პირად გვერდზე ფერსათში დაღუპული 29 წლის გიორგი ბურჯანაძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
🎥 ტრაგიკულად დაღუპული 22 წლის ბიჭის უკანასკნელი ვიდეო - რა კადრებს აქვეყნებს შოთო სიხარულიძე
„გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ერთადერთი შვილი - 29 წლის გიორგი ბურჯანაძე. დედა კი მოკვდა. გლოვობს ფერსათი (ემიგრანტებო ჩემი იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ ფერსათში გლოვის ზარია )
არადა ემიგრანტი დედა კაპიკ-კაპიკ აგროვებდა თანხას შვილის სამომავლოდ. სახლში 29 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა სიზმრებში. ოცნებობდა, მისთვის ყველაფერი კარგი ჰქონოდა... ყველაფერს ამისთვის უძლებდა სიშორეს, სიცივეს. უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება. ახლა კი მიემგზავრება საბერძნეთიდან ათენიდან ცარიელ-ტარიელი, შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ, თურმე უბრალოდ სუნთქავენ .. ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა, ირინა წიქორიძე ახლაც... მიდის მშობლიურ მიწაზე... მხოლოდ მიდის.
ღმერთო, გამძლეობა მიეცი ირინას, ღმერთო, ნურც ერთ დედას ნუღარ დააშორებ შვილს. დააბრუნე ემიგრანტები მის სახლებში...
(უფალო ნურცერთ დედას ნუ მოუკლავ შვილს. განსაკუთრებით ემიგრანტ დედებს მონატრებულ შვილს ნუ წართმევ დაიფარე ყველა დედა უფალო )
დედის კივილმა შეძრა სამყარო... აღარ ჰყავს გიო გულის მალამოდ... ბედის ირონია ყოფილა ცხოვრება.. რად გაგიმეტა ასე წუთისოფელმა??
ოცდაცხრა წელი დასრულდა წამში... შიში ჩამდგარა მშობლების თვალში... დედის იმედი გამოესალმა სიცოცხლეს რისთვის???
დედი, ერთსა გთხოვ, ნუ დამიტირებთ თქვენი ცრემლები ჩემს გულს აჩნდება, მშვიდობით დედა, მშვიდობით ხალხო, მშვიდობით ჩემო ეზოვ და სახლო.
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს „ემიგრანტ დედას“, ირინა წიქორიძეს ერთადერთი შვილის, 29 წლის გიორგი ბურჯანაძის გარდაცვალების გამო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, სიტყვები უძლურია, დავმუნჯდი, ტკივილს რომელსაც სახელი არ აქვს...“, - წერს შოთო სიხარულიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გაიწვიეთ ეს დედამო@@ნული კანონი და მოუფრთხილდით გულანთებულ ქართველ ახალგაზრდებს“ - ნიკოლოზ რაჭველი