Digest Logo

გარდაიცვალა ქართველი ენათმეცნიერი და ფილოლოგი რუსუდან ზექალაშვილი - „ძნელია წარსულში წერა!“

1782385008
რუსუდან ზექალაშვილი

ენათმეცნიერი, ფილოლოგი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რუსუდან ზექალაშვილი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კოლეგები ავრცელებენ და რუსუდან ზექალაშვილს ემშვიდობებიან:

„პროფესიონალიზმის, პატიოსნებისა და კეთილშობილების მაგალითი!
არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ისეთი, ეს მწუხარება რომ დაიტიოს…

ვიცი, არაერთი სტუდენტისთვის იყო გამორჩეულად საყვარელი, მაგრამ ჩემთვის, განსაკუთრებულად!
მან განსაზღვრა ჩემი პროფესიული არჩევანი, მან შემაყვარა გრამატიკა, რომელიც მძულდა მანამდე (ო, როგორი სიამაყით აღნიშნავდა ამ ფაქტს ყოველთვის!)

„სული ამომიღო”, სანამ იდეალურად არ გავმართეთ საბაკალავრო ნაშრომი,
შინაც კი მივსულვარ მასთან საამისოდ,

რამდენს ვბუზღუნებდი და ახლა რა ტკბილად მახსენდება ყოველი ის წუთი!
მისგან ვისწავლე სრულყოფილებისკენ სწრაფვა!

მერე როცა ჩემი სამაგისტო ნაშრომის დაცვას დაესწრო, როგორ გაზრდილხარო მითხრა და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება იმ დღეს!

იმდენი რამ მაქვს მასზე ტკბილად მოსაგონარი,

მიყვარხართ, ქალბატონო რუსუდან!

ძნელია ამაზე წარსულში წერა!“, - წერს ირმა გრიგალაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უმჯობესია არ აჩქარდეთ“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

🎥 „მთელი ძალით მივარტყი რკინის მოაჯირს, ასე დავდიოდი სამი დღე...თურმე...“ - რა შეემთხვა გიორგი ჯაჯანიძეს

⭕ „ფრთხილად იყავით რჩევების გაცემისას“ - 25 ივნისის ენერგიები