Digest Logo

„გარდაცვლილია 9 ადამიანი, ევაკუირებულია 10 000 მცხოვრები“ - იტალიაში სტიქიას ებრძვიან, რას წერს ემიგრანტი ჟურნალისტი

1684392630
ნინა მამუკაძე

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ხშირად უზიარებს საზოგადოებას იტალიაში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციებს.

ამჯერად, ჟურნალისტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, იტალიის ერთ-ერთ რეგიონში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.

„იტალიის ერთ-ერთ რეგიონში, ემილია-რომანიაში, გამუდმებული წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ კატასტროფული მასშტაბი შეიძინა.

არის მსხვერპლი.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 9 ადამიანი, ევაკუირებულია 10 000 მცხოვრები. კალაპოტიდან გადმოსულია 23 მდინარე, ჩამოწვა 250 მეწყერი.

ქალაქ რავენაში, წუხელ ახალი განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას მაღალ სართულებზე გადაადგილებისკენ მოუწოდეს.

მიჭირს კადრების ყურება

მშვიდობა იტალიას და მშვიდობა მსოფლიოს!“,- წერს მამუკაძე.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ღამის გასათევად ვიყავი, ოჯახში სადაც დამიტოვეს. მე ვიყავი ინიციატორი, რომ პირველი ღამე შემდგარიყო“ - მზია გეწაძე

🎥 „ამ 5 თვის მანძილზე შემეძლო წამოვსულიყავი, მაგრამ ჩემ მეუღლეს და მის ოჯახს გული არ ვატკინე“ - მზია გეწაძე

🎥 „10 ლარზე ვმღეროდი რესტორანში, თუმცა მეპატრონემ სამსახურიდან გამაგდო და ისიც წამართვა“ - მზია გეწაძე