„შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ტრანსპორტის გაძვირებული ტარიფის შესახებ წერს.
მისი თქმით, გაცილებით იაფი ჯდება ულიმიტო ბარათით სარგებლობა.
„1 პუნქტიდან მეორე პუნქტზე გადასაადგილებლად, ხშირ შემთხვევაში, მგზავრს უწევს რამდენიმე გადაჯდომა. 50 თეთრი იქით და 50 აქეთ არ ჯდება მგზავრობა. მით უმეტეს სტუდენტებს უწევთ დღის განმავლობაში რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა. რა თქმა უნდა, გაცილებით იაფი ჯდება ულიმიტო ბარათით სარგებლობა.
მეტიც დამატებითი მოტივაცია გაქვს სადმე გახვიდე და არ შეგეშინდეს რომ უფულობის გამო შეფერხდები.
ეს ცხოვრება მარტო სახლი და სამსახური არაა.
ასე რომ, სწორად რომ დაინგარიშონ, ჩვენმა არადექვატურმა პოლიტიკოსებმა და რომ იცოდნენ, უბრალო ხალხი როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მაშინ მთელი დღის განმავლობაში, ამ სისულელეებს არ ილაპარაკებდნენ, რასაც დღეს საუბრობენ, რომ თურმე ტრანსპორტი ძვირდება. კალკულიატორი მაინც დაიდონ წინ და იანგარიშონ.
თან ამ ამბავმა მთავარი თემებიც გადაფარა. ეტყობა კაი პიარშიკებიც ჰსყავს ბატონ კალაძეს, იციან თემების გადაფარვა“, - წერს ვატო გელაშვილი.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე