ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, რომელიც ბებიის ნათელას, შესახებ გვიყვება და საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ამჯერად, იგი ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ემოციური პოსტს გვიზიარებს.
„ზედმეტს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ გეტყვით ერთს , გაუფრთხილდით ამ აუწონავ და შეუფასებელ საგანძურს, რასაც სიცოცხლე და ადამიანი ჰქვია.
იყავით ერთმანეთის გვერდით სანამ შეგიძლიათ, ჩაიხუტეთ გულში და ყოველთვის მხარში ედექით ერთმანეთს, იმიტომ რომ არასდროს იცით როდის რა მოხდება, ვის რა ელოდება წინ. სანამ შეგიძლიათ უთხარით თბილი სიტყვები ერთმანეთს და როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, არასდროს მოექცე ისე სხვას, როგორც არ გინდათ რომ მოგექცენ თქვენ“, - წერს გივიკო დიდია.
შეგახსენებთ, რომ გივიკო დიდია გამორჩეული გურული ბლოგერია, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს ბებიასთან ერთად გადაღებულ კადრებს. მათ დუოს ინტერნეტში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
სოცქსელში ბლოგერის გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით ხიბლავთ ნათელა ბებოს უშუალობა, იუმორი და ის განსაკუთრებული სითბო, რომელიც ბებო-შვილიშვილის ურთიერთობიდან მოდის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი, ჩემი, ჩემი“ - რა ფოტოს გვიზიარებს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
⭕„მამაი ჩვენი, შიო III“ - ეკო ფანგანი ახალი პატრიარქის არჩევას ეხმაურება