ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ოპერაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, კადრებს ლაშა სოცქსელში ავრცელებს.
ცნობისთვის, ქართველმა ძიუდოისტმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა საფრანგეთში ოპერაცია გაიკეთა.
მან მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა.
„საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და უშუალოდ მინისტრ შალვა გოგოლაძის მონაწილეობით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მხრის ოპერაციას, საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გამგზავრებასა და საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსებს.
ოპერაციას ჩაატარებენ მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები - პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა.
ოლიმპიური ჩემპიონის საფრანგეთში ოპერაცია, ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა.
ლაშა ბექაური პარიზში, 3 მაისს, თანხმლებ ექიმთან ერთად გაემგზავრება.
ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა.
ქართველი ჩემპიონის ოპერაცია 5 მაისს ჩაინიშნა“, - წერდა სპორტული მედიცინის ასოციაციის ოფიციალური გვერდი.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი, ჩემი, ჩემი“ - რა ფოტოს გვიზიარებს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
⭕„მამაი ჩვენი, შიო III“ - ეკო ფანგანი ახალი პატრიარქის არჩევას ეხმაურება
🎥 თამო ვაშალომიძე თეთრ კაბაში პოზირებს: რა სიახლეა მოდელის ცხოვრებაში? კადრები ვენეციიდან