Digest Logo

„გაუფრთხილდით ბებიას და ბაბუას სანამ გყავთ, ისინი ჩვენით ცოცხლობენ“ - გივიკო დიდია

1753289254
გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებსაც აძლევს.

ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც ბავშვობაზე და იმ პერიოდზე წერს, როცა ბებია ზღაპრებს უკითხავდა.

„მთელი „ბაღნობა “ ნათიეს ლოგინში გავატარე. სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი. როცა არ მეძინებოდა, მის ხელებს ვეფერებოდი და ბევრჯერ მოყოლილ ზღაპარს ისე მიყვებოდა, თითქოს პირველად ჰყვებაო.

მეც ისე გავიტრუნებოდი, ვითომ პირველად ვისმენდი. ბოლოს ვეუბნებოდი, მაი ზღაპარი ვიცოდი-თქო და მებუტებოდა აბა რას მაქაქანე ამდენ ხანსო. ვეუბნებოდი, შენნაირი სიბერე მინდა მქონდეს-თქო. შენ რომ მიყვარხა, ისე მინდა ვუყვარდე ჩემ შვილიშვილებს-თქო. გეიცინებდა და მეტყოდა - „ჩემს ასაკამდე ბედნიერად გაგეტარებინოს ცხოვრება ნენა “

პ.ს თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს და მჯერა, რომ ის მიხვდება პასუხს. კიდევ იმასაც მიხვდება, რა თბილი, გემრიელი და შეუცვლელია ბებიეს კალთა. გაუფრთხილდით ბებიას და ბაბუას სანამ გყავთ, ისინი ჩვენით ცოცხლობენ“,  - წერს გივიკო დიდია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოველთვის მსიამოვნებს სხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან საუბარი და საკუთარი გამოცდილების გაზიარება“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

⭕„ჩვენი ცხოვრება ფრაგმენტებისგან შედგება, რომელთა შორის მხოლოდ მცირე ნაწილი ტოვებს წარუშლელ კვალს...“ - რას წერს ნოე სულაბერიძე

⭕ორსული ნუკი კოშკელიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს - „იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებს“