„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ფლორისტი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში თანამშრომლების, კოლეგების ფოტოს აქვეყნებს და მათ მადლობას საჯაროდ უხდის.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, ყველა შექება, რომელსაც ხშირად თავად ზურა იღებს, თავის კოლეგებს ეკუთვნით.
„ფოტოზე „გარდენიას“ თანამშრომლები არიან. ისინი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მუხლჩაუხრელად, ერთგულად, უჩუმრად ემსახურებიან თავიანთ საქმეს.
ყველა შექება, რომელსაც ხშირად იმეტებთ ჩვენთვის მათ ეკუთვნის.
წლევანდელი სამებაღეო სეზონი თითქმის მოვრჩით, მცენარეები დავაბინავეთ და ბაღი მოვამზადეთ ზამთრისთვის, მომავალი წელი წლევანდელზე უკეთესი გვინდა იყოს, რათა უფრო მეტად გაგახაროთ და გასიამოვნოთ ყველა, ვინც ჩვენთან დადიხართ, გვსტუმრობთ და თქვენი ყოველი სტუმრობით გვიმტკიცებთ ერთგულებას.
ყველას დიდი მადლობა სტუმარსაც და დამხვდურსაც!!!“, - წერს ზურა შევარდნაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„კაი ტიპები“ - კადრები თიკა ფაცაციას და არჩილ სოლოღაშვილის კონცერტიდან
🎥 იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება მაღალ წნევას და გაფართოებულ ვენებს? - ექიმების რეკომენდაციები