Digest Logo

„გაზეთში წავიკითხე, არილის რედაქტორი გარდაცვლილაო და დაიწყო ტირილი, მეც ყელში გამეჩხირა რაღაც“ - რას წერს ანნა ჯავახიშვილი

1749054435
მახო ხარბედია

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, გაზეთ „მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი მალხაზ ხარბედია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოეტი ანნა ჯავახიშვილი გამოეხმაურა და წერეთლის გამზირზე გადამხდარ ამბავს ასაჯაროებს, რაც მალხაზ ხარბედიას უკავშირდება:

„ეს ადამიანი რაც წერეთელზე ვმუშაობ, მზეში, ქარში ჟურნალ-გაზეთებს ყიდის და თან სულ კითხულობს.

მეც მიყვარს, მასთან მისვლა და ყიდვა. არილსაც სულ აქ ვყიდულობ.

დღეს რომ მივედი, გაზეთში წავიკითხე, არილის რედაქტორი გარდაცვლილაო და დაიწყო ტირილი.

მეც ყელში გამეჩხირა რაღაც)) მერე ვთხოვე, ფოტოს გადაგიღებთ და ჟურნალთან ერთად დავდებ-თქო, მაშინვე მოიწმინდა ცრემლები და ფეხზე წამოდგა.

არც ერთი ვიცნობდით პირადად რედაქტორს, მაგრამ შუა წერეთელზე მაინც ვტირით“, - წერს ანნა ჯავახიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ თქვენთვის მძიმეა, ჯობს ახლავე გამორთოთ ვიდეო, უბრალოდ მინდა დავეხმარო ადამიანებს, ვინც ჩემს გზას გადიან...“ - მაია ასათიანის ვიდეომიმართვა

„უდიდესი მადლობა მინდა გითხრათ...“ - რას წერს ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა

🎥 „ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და უფლის წყალობას გისურვებ“ - კირა ანდრონიკაშვილი იუბილარ ძმას დაბადების დღეს ულოცავს