მომღერალ ქეთი გომართელის ცხოვრებაში სასიხარულო სიახლეა. მან პროექტ „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეზე, 15 წლით უმცროს გიორგი მეტრეველზე იქორწინა.
ნიშნობის ცერემონიიდან კადრები მომღერალ მარკუს მეტრეველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„ჩემო გიო & ქეთი გებედნიეროთ მუდამ“, - წერს მარკუს მეტრეველი.
ცნობისთვის, გიორგი მეტრეველი მომღერალ მარკუს მეტრეველის ძმისშვილია. იგი საერთაშორისო სილამაზის კონკურსის, „მისტერ პლანეტა 2022“-ის გამარჯვებულია. როგორც ცნობილია, მას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს.
ქეთი გომართელი განსაკუთრებით პოპულარული 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ჰიტებით გახდა. სიმღერა 8 წლის ასაკში, ბავშვთა ვოკალურ ჯგუფ „რონდოში“ დაიწყო. 9 წლის ასაკში კაიროში გამართული საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ლაურეატი გახდა. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია „წაიღე“, „უშენო დღე“, „იჩქარე“ და „ყველგან მე ვარ“.
ქეთის დედა ხელოვანი ნუნუკა კუპატაძეა, ხოლო და, ცნობილი ჟურნალისტი თამუნა გომართელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 იწვევს თუ არა ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი ვირუსულ ინფექციას - პედიატრის განმარტება
⭕რატომ ვილტვით ტკბილეულისკენ სტრესის დროს?
⭕რა ელოდებათ მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბერში - ხატია ბედოშვილის ასტროლოგიური პროგნოზი