თბილისში, ზაქარაიძის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და დაიღუპა.
ტრაგიკულად დაღუპული 11 წლის ბიჭი ლაზარეა, რომელიც „პატარა გორდას“ მოცეკვავე იყო.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლაზარეს მასწავლებელი გამოეხმაურა:
„გული გაჩერდა, სული შეიძრა. ჩემი მაგარი მოცეკვავე კაცი... გელოდებოდი ტრადიციულად რეპეტიციაზე და არ მოხვედი“, - წერს მასწავლებელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან კარგ ადამიანს, მამას და მეუღლეს ვულოცავ სიყვარულით დაბადების დღეს!“ - ნინო სურგულაძე