14 წლის ასაკში შესრულებული პირველი ფრენა და საოცნებო საქმე, რომელიც თაზო კაბულაშვილის მამოძრავებელი ძალაა - პატარა მფრინავზე რეპორტაჟი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოამზადეს.
„ყველაზე დიდ ყურადღებას სმენას ვაქცევ. პატარა სტვენის ხმაც თუ გავიგე გარეთ გავდივარ და ველოდები რამე თუ გადაიფრენს. ვერ ვიძინებდი და სულ ვფიქრობდი ფრენაზე. როცა მითხრეს რომ პირველად უნდა ავფრენილიყავი შიში მქონდა, რამეს ხელი არ შეეშალა და ამინდის პროგნოზს სულ ვნახულობდი. მეორე დღეს ვერ გავფრინდთ, მაგრამ მესამე დღეს უკვე ცაში ვიყავით. გადავწევ ხოლმე ოთახში ფანჯრებს და ყველა გადაფრენა ჩანს აქედან, ღამით განსაკუთრებით“, - აღნიშნა კაბულაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რუსთაველის გამზირზე, გასულ ღამით დაშავებულთა ნაწილი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს
⭕პარლამენტის შენობაში დღეიდან გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა