
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ ცხოვრებისეულ, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს:
„არსებობენ ცუდი თვისებების ადამიანები, ბოროტები, აგრესიულები, შურიანები, ბოროტულად ენის მომტანები და ასე შემდეგ, ბევრი.
კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეუმჩნევლად და არა გამოკვეთილად, მაგრამ ვერაგულად მოქმედებენ, მათ შეუძლიათ საბედისწერო შეცდომები ჩაგადენინონ, ესენი არიან: - წამქეზებელი ადამიანები.
დააკვირდი და ერიდე ასეთ ადამიანს.
სიბრაზის, კონფლიქტის, ან რამე უსიამოვნების დროს ადამიანებს კი არ ამშვიდებს, არამედ აქეზებს, აგულისებს. რასაც სავალალო შედეგი მოაქვს.
წაქეზებული ყოველთვის ცუდ, წამგებ მდგომარეობაში ვარდება, ამ დროს წამქეზებელი მშვიდადაა და თამაშობს, ვითომ განიცდის შენს მდგომარეობას, ან თვითონაც არ იცის, ისე გაგიჟებს.
ხომ თითქოს არაფერი, მაგრამ ისე შეიძლება დაგღუპოს ადამიანმა, უნებლიედ ან მიზანმიმართულად, თითქოს აქ არაფერი.
გეშინოდეს ადამიანის, ვისაც გაენდე და შენი გულისთქმა ანდე. სულ უნდა გეშინოდეს არ თქვას.
ათქმევინა და დაღუპა.
უნდა იცოდე, ვისთან რას ამბობ.
ამიტომ, თავად იყავი საკუთარი თავის მესაიდუმლე.
საქმე?
დაჯერდი ცოტას, მშვიდად დაიძინე.
ბევრს შრომობდა, თან ჰყვებოდა ყველას, უამრავ სიკეთეს აკეთებდა, მოხუცდა, დაუძლურდა, ბევრ კითხვებს სვამდა, ხასიათი გაუფუჭდა, პრეტენზიული გახდა, ითხოვდა, ისე მოქცეოდნენ, როგორც თავად ექცეოდა სხვას, მაგრამ არა...
ბოლოს მომვლელი მოუყვანეს და ის უცხო ადამიანი გახდა მისი სულიერი მეგობარი, რომელიც დამატებით ფულს ითხოვდა, რომ მოესმინა მოხუცისთვის.
სიკვდილის დროს მომვლელს ეხვეწებოდა მიშველეო.
ოჯახის წევრები სამსახურში იყვნენ, ხელფასი ხომ სჭირდებოდათ საარსებოდ, თან მამის მომვლელისთვის ხომ უნდა გადაეხადათ.
არ ჰყოფნიდათ მამის დანატოვარი უამრავი ქონება.
ოოხ, წამქეზებელო, შე მზაკვარო და ბოროტო.
და კიდევ ერთი.
არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს აქეზებენ. შედეგი? დაეცა და ვეღარ წამოდგა.
რაც გინდათ ქენი, მე გითხარი. რას დავეძებ“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გომის მთაზე 85 წლის კაცს ეძებენ - პენსიონერი სავარაუდოდ, ელექტრონულ ფესტივალზე იყო