
ჟურნალისტი, იუმორის ნიჭით გამორჩეული დათო ლიკლიკაძე ცნობილია, როგორც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი და იგი ქუთაისში თითქმის ყველა სფეროშია სასურველი სახე და სტუმარი.
მისი აქტივობებიდან ცნობილია, რომ იგი გიდის ფუნქციასაც ითავსებს და არაერთ ტურებს ხელმძღვანელობს.
ამჯერად ლიკლიკაძე დუბაის ერთ-ერთ მაღალსართულიანი სასტუმროს აუზში ნებივრობს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც მუდამ მის აქტიურობას უსვამს ხაზს.
„რა ვქნა ხალხო? გესწავლათ ბავშვობაში, მე დაგიმალეთ წიგნები?“,- წერს ლიკლიკაძე.
აღნიშნულ პოსტს უამრავი მოწონება და გამოხმაურება აქვს, ცხადია იუმორისტის შესაფერისი.
„დათო რომელ საგნებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდი? მომავალ თაობას აინტერესებს“
„რა ისწავლე ამნაირი ,რა ინსტიტუტი დაამთავრე .))წმ მიხეილის სასწავლებელი გექნება შენ დამთავრებული პეტერბურგში )))))მარშალის აკადემიას ვერ შეწვდებოდი“
„ვისწავლეთ მარა ვინ დაგვიფასა , სილამაზე გეხმარება ეტყობა“
„ამოხეული იყო ბევრთან ფურცლები“
„კაი ბატონო დათო ნუ დაგვღალეთ, ვის უკვირს აუზი და მოკლე შორტში გამოწყობილი ღიპიანი ქართველი ვაჟკაცი, იგრიალეთ ჩვენ დაგილაიქებთ“
„ჩემზე მეტი მაინც არ გისწავლია, შენთან არ ჩანს მანჰეტენის ხედები “
„არადა ვინც ზე განათლებული მყავს სამეგობროში უმრავლესობა კუკუსავით ზის ერთ ადგილას. წარმატებას უფრო ჟილკა და ქარიზმატულობა სჭირდება ვიდრე განათლებულობა. უდიპლომოები კიდე ვინც მყვანან სამეგობროში ყველა წარმატებულია“, - წერენ კომენტარებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 როდის იქნება American Idol-ის ფინალი - ნუცა ბუზალაძე ცნობილ ვარსკვლავთან ერთად იმღერებს