ურთიერთობაში ყველაზე დიდი ტრავმა ხშირად არა უშუალოდ ღალატის ფაქტი, არამედ ის ხანგრძლივი ფსიქოლოგიური მანიპულაციაა, რომელიც მას ახლავს.
ფსიქოლოგი გიორგი რაზმაძე საუბრობს იმ მძიმე რეალობაზე, როდესაც ადამიანი, რომელსაც ენდობოდი, სისტემატურად გიმალავდა სიმართლეს და გაიძულებდა, საკუთარ ინტუიციაშიც კი ეჭვი შეგეტანა.
„ღალატზე მეტად ზოგჯერ ის განგრევს, რომ ადამიანი, რომელსაც ენდობოდი, ამდენ ხანს გატყუებდა 💔
• სიმართლეს გიმალავდა და თან გაჯერებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.
• შენს ეჭვებს აბრალებდა ყველაფერს, თითქოს პრობლემა შენში იყო
• საკუთარ ინტუიციაშიც კი ეჭვს გატანინებდა და გაიძულებდა, საკუთარი აზრები დაგეყენებინა კითხვის ნიშნის ქვეშ
• ყველაზე მძიმე კი იმის გააზრებაა, რომ შენ სრულიად გულწრფელი იყავი ადამიანთან, რომელიც სიმართლეს გიმალავდა.
💬 ზოგჯერ ღალატის შემდეგ ყველაზე რთული იმის მიღებაა, რომ ადამიანი, რომელსაც ენდობოდი, სინამდვილეში ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც გეგონა“, - წერს გიორგი რაზმაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან შეუძლებელს“ - 17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕ „დღე შეიძლება ფინანსურად ნაყოფიერი აღმოჩნდეს...“ - 17 ოქტომბრის ენერგიები