საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი დათო სამხარაძე ემსხვერპლა, რომელიც წარმოშობით ზესტაფონიდან იყო.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ და მწუხარებას გამოთქვამენ.
ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას, მეუღლე და პატარა შვილი დარჩა:
„დავით შენ სამოთხის ბიჭი ხარ. შენ დედამიწა აატირე“,
„დღეს ჩემი სოფელი ძალიან დიდ გლოვაშია. კიდევ ერთი ღიმილის ბიჭი დავკარგეთ“,
„ვუსამძიმრებ,ამ დიდ ტკივილს ეკა მერკვილაძეს და ამირან სამხარაძეს შვილის გარდაცვალებას, ნათელში იყავი დათუნა, კარგო ბიჭო, შენც მიემატე შენს ბიძაშვილ ირაკლის, მოუშუშებელი ტკივილი ხართ.
რა დროს თქვენი სიკვდილი იყო შვილო, როგორ მძულს სიკვდილი,რომ არ ინდობს არავის“, - წერენ სოციალურ ქსელში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენ ეძებ ფულს იქ, სადაც ის არ არის“ - რას წერს ეზოტერიკოსი